თეგებით ძიება

"უდანაშაულო ადამიანის გარდაცვალება უხარიათ... ღმერთი რომ არაა სადამსჯელო ორგანიზაცია, ეს ვერ გაუგიათ აქამდე" - რას წერს მარიამ ჩხეიძე?

ადვოკატი, მარიამ ჩხეიძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ტრანსგენდერ ლიზა ქისტაურის მკვლელობაზე "ღლიცინებენ" და წერს, რომ ღმერთი სადამსჯელო ორგანიზაცია არ არის.

"უდანაშაულო ადამიანის გარდაცვალებაზე, რომ "ღლიცინებენ" იმ არაადამიანებთან ვიდავებდი მაგრამ თავის გაჭირვება ეყოფათ. ჯერ უდანაშაულო ადამიანის გარდაცვალება უხარიათ, რომელსაც არავისთვის არაფერი დაუშავებია. მეორე ისაა რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი, კეთილი, სათნო, მიმტევებელი, გულმოწყალე ადამიანი სადამსჯელო ორგანიზაცია ჰგონიათ "ნახე ღმერთი რას უზამს იქ მაგას და თქვენ აქ! ნახეთ ღმერთმა როგორ დაგსაჯოთ!.." და ამ ყველაფერს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ადამიანის შობის დღეს აკეთებენ. დაანებეთ თავი არ აქვს აზრი დავას... ღმერთი რომ არაა სადამსჯელო ორგანიზაცია ეს ვერ გაუგიათ აქამდე", - წერს ჩხეიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა