„ჰუმანიზმს და სიყვარულს მოკლებული ბრბო, ყველაზე დიდი მკვლელია!..“ - მამა პეტრე
მამა, პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.
„მკვლელია ყველა, ვინც ძალადობას არ გააპროტესტებს და ისევ სიჩუმის აირჩევს.
მკვლელია ისიც, ვინც განსხვავებული აზრის გამო მორალურ ზიანს აყენებს სხვას.
მკვლელია ის, ვინც ქრისტეს და ქრისტიანული მოძღვრების სახელით საკუთარ აგრესიის რეალიზებას ახდენს, ამახინჯებს სახარებისეულ ღურებულებას და ბიბლია ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული სწავლება ჰგონია.
მკვლელია ის, ვისაც შეუძლია ჩაცმის სტილის, თმის ფერის, პირადი ბედნიერების შეგრძნების გამო დაგმოს, გარიყოს, შეურაცხყოს სხვა.
მკვლელია ის, ვინც დაჩაგრულს არ გამოესარჩლება და მშვიდად ჩაივლის, რა ჩემი საქმეა, მე ვინ მეკითხებაო…
მკვლელია ის, ვინც მთელი ცხოვრება სხვას არიგებს როგორ უნდა იცხოვროს…
მკვლელია ის, ვინც ისეთ სიტყვას გეტყვის, არ გინდა კიდევ ერთ დღე გაგითენდეს, რადგან იგივე ჯოჯოხეთური ფრაზები არ მოისმინო…
მკვლელია ის, ვინც დაუსრულებლად მორალისტობს და დაუსრულებლად იმას იმეორებს, ,,რას იტყვის ხალხი”…
ჰო, ეს ,,ხალხი”, ყველა ჰუმანიზმს და სიყვარულს მოკლებული ბრბო, ყველაზე დიდი მკვლელია!..“ - წერს მამა პეტრე.
მკვლელია ყველა, ვინც ძალადობას არ გააპროტესტებს და ისევ სიჩუმის აირჩევს.
მკვლელია ისიც, ვინც განსხვავებული აზრის გამო...Posted by Petre Kolxi on Saturday, 7 January 2023