ინფლაციამ შემცირება დაიწყო - რას ამბობს ლაშა ხუციშვილი?
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ინფლაციის ტემპმა შემცირება დაიწყო.
„ინფლაციამ დაიწყო შემცირება. ბუნებრივია, საუბარია ინფლაციის ტემპზე.
მაგალითად, დეკემბრის თვეში დაფიქსირდა 9.8%-იანი ინფლაცია და ის მოლოდინი, რაც ეკონომიკურ გუნდს ამ მიმართულებით გააჩნდა, თითქმის სრულად მოხდა რეალიზაცია. ვფიქრობ, რომ მომდევნო თვეებში ინფლაციის ტემპის შემცირება კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.