თეგებით ძიება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6990 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7072 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0082 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8809 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8464 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0345 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1437 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2728 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 10 იანვრიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა