ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6867 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6941 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0074 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 2.8871 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8921 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.005 ლარი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1431 ლარს შეადგენს, ასევე, გაუფასურდა ფუნტი და 3.2598 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი, ხვალიდან, 12 იანვრიდან შევა ძალაში.