ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6789 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6837 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0048 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9039 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8882 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0157 ლარი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1426 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2766 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი, ხვალიდან, 14 იანვრიდან შევა ძალაში.