თეგებით ძიება

2022 წლის დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ჩაირიცხა - სია

2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 535.3 მლნ აშშ დოლარი (1438.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 133.2%-ით (305.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველომ ყველაზე მეტი $317 მილიონიანი გზავნილი კვლავ რუსეთის ფედერაციიდან მიიღო, რაც რუსეთის მოქალაქეთა მიგრაციულ ტალღას უკავშირდება. წინა წელთან შედარებით რუსეთიდან ფულადი გზავნილები 700%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა იტალია, მესამეზე კი აშშ.

ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით:

1 რუსეთის ფედერაცია - $317.3 მილიონი, მატება წინა წელთან 699%
2 იტალია - $43.2 მილიონი, მატება წინა წელთან 14%
3 აშშ - $34.3 მილიონი, მატება წინა წელთან 29%
4 საბერძნეთი - $20.7 მილიონი, მატება წინა წელთან 1%
5 ისრაელი - $19.1 მილიონი, მატება წინა წელთან 8%
6 გერმანია - $17.0 მილიონი, მატება წინა წელთან 47%
7 ყაზახეთი - $12.9 მილიონი, მატება წინა წელთან -4%
8 ყირგიზეთი - $10.7 მილიონი, მატება წინა წელთან 84%
9 თურქეთი - $9.2 მილიონი, მატება წინა წელთან 13%
10 ესპანეთი - $5.2 მილიონი, მატება წინა წელთან 2%
11 აზერბაიჯანი - $4.7 მილიონი, მატება წინა წელთან -31%
12 საფრანგეთი - $4.5 მილიონი, მატება წინა წელთან 29%
13 ტაჯიკეთი - $4.1 მილიონი, მატება წინა წელთან 262%
14 გაერთიანებული სამეფო - $4.0 მილიონი, მატება წინა წელთან 97%
15 ირლანდია - $3.0 მილიონი, მატება წინა წელთან 61%
16 პოლონეთი - $2.4 მილიონი, მატება წინა წელთან -19%
17 ბელარუსი - $2.3 მილიონი, მატება წინა წელთან 358%
18 კანადა - $2.1 მილიონი, მატება წინა წელთან 15%
19 სომხეთი - $2.0 მილიონი, მატება წინა წელთან 65%
20 უზბეკეთი - $1.7 მილიონი, მატება წინა წელთან 98%

წყარო - bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა