2022-ში ქვეყანაში 4.37 მილიარდი დოლარი შემოვიდა - ისტორიულ მაქსიმუმი
2022 წელს საქართველოში რეკორდული ოდენობის, 4.37 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე, 2.35 მლრდ დოლარზე თითქმის 86%-ით მეტია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
წელს ყველაზე დიდი ოდენობით თანხა, 2.07 მილიარდი დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს, 411.4 მილიონ დოლარს, 402.6%-ით აღემატება.