თეგებით ძიება

ხორბლის შემოსვლა შემცირებულია, ფქვილის შემოსვლა გაზრდილი - რა ამბობს ლევან სილაგავა?

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, საქართველოში ორი თვის ხორბლის მარაგია. ამის შესახებ სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.

„ხორბლის შემოსვლა შემცირებულია, ფქვილის შემოსვლა გაზრდილი. ჩვენ ვუბრუნდებით იმ სიტუაციას, რაც შარშან იყო. მთლიანობაში, არ ვიცი ტენდენციის განვითარება როგორი იქნება. ახლა ტრენდს ველოდებით, იმიტომ, რომ ტრადიციულად ახალი წლის დღეებში ასე ხდება, რომ აქტიურად ვაჭრობა მსოფლიო ბაზრებზე უფრო შეზღუდული რაოდენობით მიმდინარეობს, დეკემბრის თვის შემდეგ შემცირებულია ვაჭრობა და ბრუნვა.

აქედან გამომდინარე, ის ფასები, რომლებიც დაფიქსირდა მოსკოვის ბირჟაზე (იქიდან ანგარიშდება მცურავი ბაჟი), არ იძლევა ზუსტ ანალიზს იმასთან მიმართებით, როგორ განვითარდება მცურავი ბაჟის ტენდენცია. გაზრდა ძირითად მოხდა რუბლის გაუფასურების გამო, ანუ სავალუტო გაუფასურების გამო და არა ხორბლის ფასის თვითონ დოლარში გაზრდის გამო. ახლა ველოდებით შემდეგ ვაჭრობას, რომელიც ამ თვის ბოლოს იქნება და მერე ჩამოყალიბდება ძირითადი ტრენდი. ჩვენ დეკემბრის თვეში შემოვიტანეთ ხორბალი, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ დოლარის კურსმა საშუალება მისცა მცურავ ბაჟს, რომ ყოფილიყო 40 დოლარის ფარგლებში, დღევანდელი კურსით უკვე 68 დოლარია დაფიქსირებული.

ხორბლის მარაგი არის დაახლოებით ორი თვის, თუმცა დღეს არის ისეთი სიტუაცია, როდესაც თვითონ წისქვილები ტრენდის ჩამოყალიბებას ელოდებიან, ხორბალი თუ ფქვილი შემოიტანონ. შარშანაც ასე იყო რუსეთის საექსპერტო მცურავი ბაჟიდან გამომდინარე. ტენდენცია იყო, როდესაც ხორბლის შემოტანას აზრი არ ჰქონდა.

ეს მცურავი ბაჟი ხორბალზე მოქმედებს და ფქვილზე არ მოქმედებს. შესაბამისად, ის დროა, როდესაც გარკვეულწილად უნდა განისაზღვროს, რას იზამენ წისქვილები და იმპორტიორები საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე, რას ამჯობინებენ“, - განაცხადა სილაგავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა