თეგებით ძიება

2022 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი - საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.6 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს – 736.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორეზეა აზერბაიჯანი – 672.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს რუსეთი იკავებს – 651.6 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 2 370.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 835.4 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 126.0 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა – 1 024.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები – 903.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები – 459.8 მლნ. აშშ დოლარით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა