რუსეთი საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - საქსტატი
რუსეთი საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - საგარეო ვაჭრობის ასამხველი ანგარიში საქსტატმა გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს N1 სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, რომელთანაც ბრუნვამ 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა 30%). მეორე ადგილზეა რუსეთი, რომელთან ბრუნვა 52%-ით 2.5 მილიარდამდე გაიზარდა. 79%-ით გაიზარდა იმპორტიც.
იმპორტის ზრდის წამყვანი მიზეზი საქართველოს რუსულ ნავთობპროდუქტებზე გადასვლა სახელდება.
საქართველოს ტოპ 5 საექსპორტო საქონელი რუსეთში:
1) ღვინოები - $161 მილიონი დოლარი, ზრდა 23%;
2) ფეროშენადნობები - $109 მილიონი დოლარი, კლება 37%;
3) მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - 76 მილიონი დოლარი, ზრდა 338%;
4) სპირტიანი სასმელები - $57 მილიონი დოლარი, ზრდა 38%;
5) მინერალური და მტკნარი წყლები - $51 მილიონი, კლება 16%.
საქართველოს ტოპ 5 საიმპორტო საქონელი რუსეთიდან:
1) ნავთობპროდუქტები - $623 მლნ, ზრდა 361%;
2) ბუნებრივი აირი (მათ შორის ავტოგაზი) - $112 მილიონი, მატება 24%;
3) ხორბლის ფქვილი - $67 მლნ, მატება 478%;
4) ხორბალი - $62 მილიონი, კლება 29%;
წყარო - "ტვ პირველი"