სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყება, რაც ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ შემცირებადი ინფლაციის მიმართულება მდგრადია - რას ამბობს კობა გვენეტაძე?
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყება, რაც ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ შემცირებადი ინფლაციის მიმართულება მდგრადია.
"რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ვფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც უკვე დაინახავს ეროვნული ბანკი, რომ შემცირებადი ინფლაციის მიმართულება არის მდგრადი და მას საფრთხე არ ემუქრება, ანუ ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია, ამის შემდეგ შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე ფიქრი. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 1-ელ თებერვალსაა. რა თქმა უნდა, წინასწარ რთულია იმის თქმა, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ანალიზი ჩატარდება და განვიხილავთ, მაგრამ ვფიქრობ, იმისთვის, რომ დაიწყოს შემცირება, კიდევ უფრო მდგრადი შემცირების ტრენდი უნდა დავინახოთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.