2022 წლის დეკემბერში როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა - ეროვნული ბანკის ახალი ანგარიში
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2022 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.16 მლრდ ლარით, ანუ 2.66%-ით გაიზარდა და დეკემბრის ბოლოს 44.80 მლრდ ლარი შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 596.47 მლნ ლარით, ანუ 2.48%-ით , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 564.43 მლნ ლარით, ანუ 2.88%-ით გაიზარდა.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.60 მლრდ ლარის, რაც წინა თვესთან შედარებით 4.12%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 12.60 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 3.43%-ით მეტია.
მათივე ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.57%-ით, ანუ 365.62 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და დეკემბრის ბოლოსათვის 23.66 მლრდ ლარი შეადგინა.
2022 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.03 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.10 პროცენტული პუნქტით.