თეგებით ძიება

2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 771 ათას სატვირთო ავტომობილზე მეტი შემოვიდა და იგივე რაოდენობა გავიდა

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის ვლადიმერ ხუნდაძის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 771 ათას სატვირთო ავტომობილზე მეტი შემოვიდა და იგივე რაოდენობა გავიდა.

„მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა, ექსპორტის წახალისება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. თამამად მსურს განვაცხადო, რომ შემოსავლების სამსახური ძალისხმევას არ იშურებს აღნიშნული მიმართულებით. პანდემიის დასრულების შემდეგ გასულ წელს, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საზღვრის კვეთის რაოდენობა.

2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 771 ათას სატვირთო ავტომობილზე მეტი და გავიდა, ანალოგიურად, 771 ათას ავტომობილზე მეტი, რაც 2021 წელთან შედარებით 17%-ით მეტია“, - განაცხადა ხუნდაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა