თეგებით ძიება

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6393 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6451 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0058 ლარი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8745 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8847 ლარს შეადგენდა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1403 ლარს შეადგენს და გაუფასურდა ფუნტი, რომელიც 3.2677 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 28 იანვრიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა