მომავალში უკვე უნდა მოხდეს სუვერენული რეიტინგის კიდევ ერთი ბიჯით გაუმჯობესება - რას ამბობს კობა გვენეტაძე?
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მომავალში უკვე უნდა მოხდეს სუვერენული რეიტინგის კიდევ ერთი ბიჯით გაუმჯობესება.
„სწორად არის ასევე შეფასებული დოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები, სავალუტო რეზერვების დაგროვება ეროვნული ბანკის მიერ, მიმდინარე ანგარიშოს დეფიციტის რეკორდულ დონემდე შემცირება, ფისკალური კონსოლიდაცია, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია არის, რათა მდგრადი იყოს ქვეყნის ფინანსები და ამავე დროს დაეხმაროს ეს ინფლაციის შემცირებას. ვფიქრობ, ეს არის ლოგიკური ნაბიჯი ასევე იმისკენ, რომ მომავალში უკვე მოხდეს სუვერენული რეიტინგის კიდევ ერთი ბიჯით გაუმჯობესება, რაც მხოლოდ ერთ ნაბიჯს დატოვებს საინვესტიციო რეიტინგამდე და ვფიქრობ, ესეც აუცილებლად მოხდება. როგორც ადრეც აღმინიშნავს, რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, ძალიან დიდი ალბათობით, დღეს უკვე საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა საქართველოს“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ცნობისთვის, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.