ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6518 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6410 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.0108 ლარი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8711 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8813 ლარს შეადგენდა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1410 ლარს შეადგენს და გაუფასურდა ფუნტი, რომელიც 3.2673 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 1-ელი თებერვლიდან შევა ძალაში.