"მოვუწოდებ მსოფლიოს, გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და აღკვეთოს მისი სიკვდილით დასჯა" - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.
ის მსოფლიოს მოუწოდებს გადაარჩინოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე.
"ახლა ნელ-ნელა კლავენ უკრაინის მოქალაქეს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეში, ევროპაში ჩვენ ჯერ კიდევ გვიწევს ბრძოლა ადამიანის დე-ფაქტო საჯარო სიკვდილით დასჯის ასეთი მცდელობის წინააღმდეგ, სირცხვილია.
"მისი სიცოცხლის საფრთხის გათავალისწინებით, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიხსენონ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ნორმებით ნაკისრი ვალდებულებები, შეწყვიტონ ძალადობა და გაათავისუფლონ მიხეილი! უკრაინამ შესთავაზა გამოსავალი. მე მოვუწოდებ მსოფლიოს, გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და აღკვეთოს მისი სიკვდილით დასჯა", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
Right now, ?? citizen, former Georgian President @SaakashviliM is being slowly killed. The very fact that we still have to fight against such an attempt at de facto public execution of a person in Europe in the XXI century is a disgrace! 1/2 pic.twitter.com/WDWQgjAUG3 — Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 1, 2023