"სამშობლოსთვის წამებულ და გოლგოთა გამოვლილ მიხეილ სააკაშვილს, საქართველო წმინდანად შერაცხავს..." - რას წერს მეგი გოცირიძე?
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ექპრეზიდენტს საქართველო წმინდანად შერაცხავს.
"თუ გადაშენების პირას მყოფ საქართველოს და ყოფილი ერების მომლოდინეთა რიგში ჩაწერილ ქართველ ერს ოდესმე ეღირსება ეროვნული ხელისუფლება და კაცთმოყვარე, ჭეშმარიტად მორწმუნე, ღვთის მოშიში სინოდი- საჭეთმპყრობლითურთ, სამშობლოსთვის წამებულ და გოლგოთა გამოვლილ მიხეილ სააკაშვილს, წმინდანად შერაცხავს ….”, - წერს მეგი გოცირიძე.