თეგებით ძიება

"დღეს ყველაზე მაგარი ბიჭის დღეა" - დათი ქოქრაშვილი იუბილარია

თბილისში, შარტავას ქუჩაზე დაშავებული დათი ქოქრაშვილი 9 წლის გახდა.

ის ამჟამად გერმანიაში იმყოფება და რამდენიმე დღეში უკვე სამშობლოში იქნება.

"დღეს ყველაზე მაგარი ბიჭის დღეა. დათის გაუმარჯოს. გილოცავ ჩემო ოქრო, მინდა ჯანმრთელი და ბედნიერი გვყავდე. მიყვარხარ და მენატრები“, - წერს ისრაელში მცხოვრები, დათის ოჯახის ახლობელი, თეა ცხადაძე.

შეგახსენებთ, 2022 წლის 31 მარტს, თბილისში, შარტავას გამზირზე 8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი დაეჯახა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა