"ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი დაიღუპა ავტო ავარიაში, ეს ტრაგედია დღემდე არ გადამიტანია" - რას ამბობს გიორგი ნაზღაიძე?
რეალითი შოუ, "პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის გამარჯვებულმა, გიორგი ნაზღაიძემ ამავე პროექტის მონაწილესთან, პატრიკთან მისთვის საყვარელ ქალზე ისაუბრა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
"ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი დაიღუპა ავტო ავარიაში, არ გადამიტანია“, - თქვა გიორგიმ.
ამავე ინტერვიუში ნაზღაიძე ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი სურვილია დაიბრუნოს ეს ადამიანი და ახლა, რომ შეეძლოს ავარიას აარიდებდა.
"ჩემს შეყვარებულს გავაცოცხლებდი, იმ ავტო კატასტროფას ავარიდებდი“...
ნაზღაიძემ იმ ქალზეც ისაუბრა რომლისგანაც შილი ჰყავს. გიორგის თქმით, ეს ურთიერთობა გატაცება იყო და ალბათ სწორედ ამიტომ არ ანახვებენ დღემდე საკუთარ შვილს
"არასოდეს არ მინახავს ჩემი შილი. არ მიმიშვეს, დამალეს, გადამალეს, მე ბავშვის სახელიც არ ვიცი“, - ამბობს ნაზღაიძე.
წყარო - "პრაიმტაიმი"