თეგებით ძიება

ამოკითხულთა 80 პროცენტს რუსეთის მთავრობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს - NDI

უკრაინაში ომს სულ უფრო ნაკლები ადამიანი აბრალებს რუსეთს, მაშინ როცა იზრდება მათი რიცხვი, ვინც ბრალს სახელდობრ პუტინს სდებს. შეკითხვაზე, თქვენი აზრით, ვისი ბრალია უკრაინაში ომი? მაქსიმუმ სამი პასუხი, ღია კითხვა: რუსეთი – 54%; ვლადიმერ პუტინი – 25%; ამერიკის შეერთებული შტატები -15%; ნატო -3%; ევროკავშირი -2%; სხვა – 2%; არ ვიცი -17%.

NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში რუსების იმიგრაციას, შესაძლოა, ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. შეკითხვაზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსეთის ბევრი მოქალაქე შემოვიდა. თქვენი აზრით, რა სახის გავლენა შეიძლება, იქონიოს ამან საქართველოზე? პასუხები ამგვარია:  დადებითი გავლენა – 17%; უარყოფითი გავლენა – 69%; არანაირი გავლენა – 6%; არ ვიცი -8%.

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის, რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია. კითხვაზე, მისაღებია თუ არა თქვენთვის საქართველოს ხელისუფლების მიდგომა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით? მისაღებია – პასუხობს 29%; მიუღებელია – პასუხობს 57%; არ ვიცი – 13%;უარი პასუხზე -1%.

NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას. ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. თქვენი აზრით, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის: დეკემბრის კვლევის მიხედვით პასუხები შემდეგნაირია: უნდა შემოიღოს – 69%; არ უნდა შემოიღოს – 21%; არ ვიცი – 10%. მაშინ. როდესაც იმავე შეკითხვაზე, აგვისტოს კვლევის მონაცემები ასე გამოიყურებოდა: უნდა შემოიღოს – 66%; არ უნდა შემოიღოს -23%; არ ვიცი -11%.

საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. შეკითხვაზე, საერთო ჯამში, როგორი დამოკიდებულება გაქვთ რუსეთის მთავრობის მიმართ: დადებითი -13%; უარყოფითი – 80%; არ ვიცი -6%; უარი პასუხზე -2%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა