თეგებით ძიება

The Economist-მა „დემოკრატიის ინდექსით“ საქართველო ჰიბრიდულ რეჟიმად შეაფასა

The Economist-მა 2022 წლის „დემოკრატიის ინდექსი 2022-ით" საქართველოს საერთო ქულა 5.20-ია, რაც ჰიბრიდულ რეჟიმთა კატეგორიაშია. ქვეყანა რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდა და 91-დან, 90-ე ადგილზე გადავიდა.

შეფასებისას გამოიყენება 5 კატეგორია: 

საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი;

მთავრობის ფუნქციონირება;

პოლიტიკაში მონაწილეობა;

პოლიტიკური კულტურა;

სამოქალაქო თავისუფლებები;

საუკეთესო მაჩვენებელი 10 ქულით აღინიშნება. საქართველომ კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მთავრობის ფუნქციონირებისა და პოლიტიკური კულტურის კატეგორიებში მიიღო.

საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი 7 ქულა;

მთავრობის ფუნქციონირება 3.57;

პოლიტიკაში მონაწილეობა 6.11;

პოლიტიკური კულტურა 3.75;

სამოქალაქო თავისუფლებები 5.59.

დემოკრატიის ინდექსში ქვეყნები იყოფა 4 კატეგორიად: სრული დემოკრატია, დემოკრატია პრობლემებით, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი. შეფასებულია 165 სახელმწიფო და 2 ტერიტორია.

წყარო: mtavari.tv


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა