თეგებით ძიება

დასავლეთის ზეწოლას ჩვენ წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, საქართველო ეროვნული ინტერესებით პასუხობს - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნაზე, საქართველო ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია Russia 24-თან განაცხადა.

"ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად... არის მთავრობა... რომელიც უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, შეუერთდეს სანქციებს, გახსნას მეორე ფრონტი, ასეთი ტერმინოლოგიაც კი უკვე წავიდა იქ, ისინი (პრემიერი და საქართველოს მთავრობა - რედ.) ამბობენ:

თქვენ იცით, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს", - განაცხადა ლავროვმა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა