თეგებით ძიება

ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვისაუბრე - რას აცხადებს ლევან ხაბეიშვილი?

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ამასთან, ხაბეიშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩთან საუბარი ასევე შეეხეო ნიკა გვარამიას საკითხს.

„ყველა კარგად აცნობიერებს, რომ პრეზიდენტის მკვლელებს ევროპაში არავინ ელოდება, ეს პერსპექტივა შესაძლოა, ათწლეულებით გადაიწიოს იმ შემთხვევაში, თუ ფატალურად დამთავრდა პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა. ცხადია, ვისაუბრეთ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობაზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, 12 პუნქტის შესრულებაზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ამ 12 პუნქტის შესრულებისას არის. „ქართული ოცნება“უბრალოდ ცდილობს, რომ ეს ყველაფერი არ შეასრულოს და მეტიც, საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი, ამისთვის ყველაფერს აკეთებს რუსული ოცნება და მმართველი პარტია", - განაცხადა ხაბეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა