თეგებით ძიება

ტრაგედია კასპში - ადამიანი, სავარაუდოდ, გარეულმა ცხოველმა შეჭამა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, ადგილობრივებმა ადამიანის ქვედა კიდურები იპოვეს. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, ერთ-ერთი ადგილობრივი, სავარაუდოდ, გარეულმა ცხოველმა შეჭამა.

"გარეული ცხოველისგან არის, სავარაუდოდ, დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან ახლოს იპოვეს”, – აცხადებს გამოცემასთან ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, გიორგი ჭიხინაშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

 

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა