თეგებით ძიება

როგორ შეიძლება შემცირდეს, ცხელი ამინდით და სითბური ტალღებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები? - მეცნიერების ახალი კვლევა ცნობილია

იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში გაცილებით მეტი ხე დაირგვება, შიძლება ერთი-მესამედით შემცირდეს ცხელი ამინდით და სითბური ტალღებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები. ამის შესახებ ახალი კვლევა  ბარსელონის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტი იუწყება.

მოდელირებით დადგინდა, რომ ხეების საფარის 30 პროცენტით გაზრდამ, ზაფხულის თვეებში, ადგილობრივი ტემპერატურა საშუალოდ 0,4 გრადუსით უნდა შეამციროს.

კვლევის მიხედვით, 2015 წელს, ევროპის 93 ქალაქში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული 6700 ნაადრევი სიკვდილი დაფიქსირდა; ამის ერთი-მესამედის პრევენცია შესაძლებელი იყო.

ამჟამად, გარკვეული სახის ფოთლოვანი მცენარეებით დაფარულია ევროპის ურბანული გარემოს მხოლოდ საშუალოდ 15 პროცენტი.

კვლევის ავტორის, ბარსელონის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის (ISGlobal) მკვლევრის, თამარა იუნგმანის განცხადებით, ეს კვლევა პირველია, რომელმაც ქალაქებში მაღალ ტემპერატურასთან დააკავშირა ნაადრევი სიკვდილის შემთხვევები, რომელთა პრევენციაც შესაძლებელი იქნებოდა ხეების დამატებითი საფარით.

„უკვე ვიცით, რომ ურბანულ გარემოში მაღალი ტემპერატურა უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, მაგალითად, იწვევს კარდიორესპირატორულ უკმარისობას, საავადმყოფოში მოხვედრას, ნაადრევ სიკვდილს“, — წერს იუნგმანი განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა