მოსწავლეს, რომელმაც სკოლის კედლიდან რუსეთის დროშა ჩამოხია, ანწუხელიძის სახელობის სტიპენდია დაუნიშნეს
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, მოსწავლეს, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთი სკოლის კედლიდან რუსეთის დროშა ჩამოხია,ანწუხელიძის სახელობის სტიპენდია დაუნიშნეს.
"იმ ბათუმელ ბიჭს, ლუკა ნაცვლიშვილს, რომელმაც სკოლის კედლიდან რუსეთის და აფხაზეთის დროშები ჩამოხსნა, ანწუხელიძის სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ", - წერს გიორგი კეკელიძე.
ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში დერეფანში სტენდზე გაკრული რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშა ამავე სკოლის მოსწავლემ, ლუკა ნაცვლიშვილმა ჩამოხსნა. ფაქტის შემდეგ ის იძულებული გახდა სკოლა დაეტოვებინა.