კესარია აბრამიძე შვილზე ალაპარაკდა - რას აცხადებს მოდელი?
მოდელ, კესარია აბრამიძისადმი საზოგადოებაში ინტერესი მაღალია. ბევრჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ის ორსულადაა ან შვილი ჰყავს.
კესოს მიერ გამოქვეყნებული ბოლო სახალისო ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ მშობიარობს, საზოგადოებამ აიტაცა.
ჟურნალიესტის გეგმაზე, აპირებს თუ არა უახლოეს პერიოდში ბიოლოგიური შვილის ყოლას, მოდელი შემდეგნაირად პასუხობს:
„როგორც იცით, ჩემი გენეტიკური მასალა შენახული მაქვს. ეს იყო ალბათ 10 წლის წინ, სანამ სქესის შეცვლის ოპერაციას გავიკეთებდი. ჯერჯერობით, დედობისთვის მზად არ ვარ.
ამჯერად, კლინიკაში მცირე ოპერაციის გასაკეთებლად მივედი, მოვიწყინე და შემდეგ სახალისო ვიდეოები გადავიღე, რაც ხალხმა აიტაცა. მოგეხსენებათ ჩემი იუმორის ამბავი. ყველა პოსტი, რომელიც იწყება „ქმარმა მაჩუქა“ რეალურია, დანარჩენი ყველაფერი იუმორი,“ - აცხადებს "პრაიმ-ტაიმთან" კესარია აბრამიძე.