"თმებს მაწიწკნიდა, ერთხელ თმა შევიჭერი, გავისწორე და ნავთი დამასხა თავზე, მე ხმას არ ვიღებდი, როგორც წესი უხმოდ ვიტანდი" - რას წერს ნინი შერმადინი?
მომღერალი, ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში სკოლის პერიოდს იხსენებს და თავის კლასელზე წერს.
"ერთ ისტორიას მოგიყვებით ჩემი ცხოვრებიდან.
სკოლაში ერთი კლასელი ბიჭი ძალიან მერჩოდა, ხან ჩანთას გადამიგდებდა, ხან თმებს მაწიწკნიდა, ერთხელ თმა შევიჭერი, გავისწორე და ნავთი დამასხა თავზე მე ხმას არ ვიღებდი, როგორც წესი უხმოდ ვიტანდი. ერთხელ კიბეზე დაგორდა და ხელი მოიტეხა. მე გახარებული მივედი სახლში და დედას მოვუყევი, აი ღმერთმა დასაჯა თქო. არ დამავიწყდება დედაჩემის სახე. წარბები შეკრა და განცვიფრებული სახით მკითხა:
- მერე, ნინიკო ეს შენ გიხარია?!
მე ღიმილი შემეყინა სახეზე...
- მაგას დედიკო, ბოროტება ქვია...
არასდროს დამავიწყდება...
აი ამ მორალით გავიზარდე და რა ბედნიერებაა რო ფისომ გამზარდა", - წერს მომღერალი.