თეგებით ძიება

მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას - როგორ მიმართა პაველ ჰერჩინსკი ოფიციალურ თბილისს?

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი საქართველოს შესახებ ევრკომისიის ანალიტიკურ ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა.

„ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს, თუ როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით.

ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინასა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ბრიუსელში გასული წლის ზაფხულში გაიგზავნა.

მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება. ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზადყოფნის ხარისხს 33 სხვადასხვა სექტორში.

რასაკვირველია, ცალკეული მიმართულებით  საჭიროა მეტი მუშაობა და, რასაკვირველია ევროკავშირი, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დავეხმაროთ. თუმცა, ჩემი აზრით, ზოგადი შეფასება ძალიან დადებითია. დიდი მადლობა“, - ნათქვამია ჰერჩინსკის განცხადებაში. 

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ერთ-ერთი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციას ეხება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა