რუსეთმა ლარსის საზღვარი დახურა - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მხარე?
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოსთან ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტის - ზემო ლარსის მიმართულებით მოძრაობა მთლიანად დახურა. შეზღუდვა ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებას ეხება.
რუსული მხარის განმარტებით, მიზეზი საქართველოში ამინდის გაუარესებაა, რის გამოც უსაფრთხო გადაადგილება შეუძლებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ გზა დაიკეტა მხოლოდ რუსეთიდან გამსვლელებისთვის „შემდეგ გაფრთხილებამდე“.
შეზღუდვა 2 თებერვლიდან ამოქმედდა. აკრძალვა როდის გაუქმდება, ამ ეტაპზე უცნობია.