"ზოგადად, გამარჯვებულებს არ სჯიან…ვინც გააკეთა მობილიზაცია, იმან გაიმარჯვა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ უკეთესად მღეროდა" - კახა მამულაშვილი
პროდიუსერი, კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში მუსიკალურ პროექტ" ვოისის" გამარჯვებულს, ირუ ხეჩანოვს მიმართავს და მას წარმატებებს უსურვებს.
"ზოგადად, გამარჯვებულებს არ სჯიან…
ვინც გააკეთა მობილიზაცია, იმან გაიმარჯვა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ უკეთესად მღეროდა.
თუ ვინმე თვლიდა რომ კონკურსი არასამართლიანად წარიმართა, მაშინ აღარ უნდა შეხვიდე ამ ბრძოლაში.
გამარჯვებისთვის საჭიროა ბოლომდე ბრძოლა და თავდაჯერებულობა.
პირველ რიგში შენი თავის იმედი უნდა გქონდეს.
კონკურსი არის პაექრობა და ბრძოლა წესების გარეშეც…
მის მოსაგებად მარტო ფბ ზე მოწოდება არ კმარა….
წარმატებები გამარჯვებულს", - წერს მამულაშვილი.
ცნობისთვის, "ვოისის" ფინალი 2 თებერვალს გაიმართა. პროექტი ირუ ხეჩანოვმა მოიგო. ფინალურ შედეგებს საზოგადოებაში არერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.