თეგებით ძიება

ექიმებს ეუბნებოდა, დაგიჭერთ, გაგაციმბირებთ და დაგხოცავთო - ნინო ნადირაძე სააკაშვილზე

"ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, რომ სააკაშვილი ექიმებს მუდმივად ემუქრება.

"მე აბსოლუტურად მესმის პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მან თავიდან გამოაცხადა, რომ ყველა იყო დასაჭერი. ჩემთვის არ უთქვამს შენ დაგიჭერო, მაგრამ ქალბატონი თამარ დავარაშვილი და ის ექიმები, რომლებიც იქ იყვნენ, ყველა ციხეში წახვალთ აბსოლუტურადო.

ეს დაჭერის ლაიტმოტივი, დაგიჭერთ, გაგაციმბირებთ, დაგხოცავთ, ეს მხოლოდ პაციენტის მხრიდან არა, მისი მთელი გარემოცვის მხრიდან მუდმივად, 9 თვის განმავლობაში მოდის. არც ეს არ გვაშინებს. მთავარია, პაციენტის ჯანმრთელობა იყოს კარგად. რითაც უნდა დაგვემუქრონ, რაც არ უნდა დაგვაბრალონ, ვიცი, რომ ჩვენი დიაგნოზი არის სწორი“, - განაცხადა ნადირაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილსის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პროცესს ვერც დისტანციურად ესწრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა