თეგებით ძიება

სენსაციური აღმოჩენა - ასტრონომებმა იპოვეს დედამიწის ზომის იშვიათი პლანეტა, სადაც შესაძლოა, სიცოცხელე არსებობდეს

ასტრონომებმა აღმოაჩინეს, ჩვენგან 31 სინათლის წლის მანძილზე მდებარე დედამიწის ზომის იშვიათი პლანეტა, რომელიც თავის ვარსკვლავს ისეთი მანძილიდან უვლის გარშემო, რომ ხელსაყრელი უნდა იყოს სიცოცხლის ჩვენთვის ნაცნობი ფორმისთვის.

როგორც ცნობილი ხდება, ეგზოპლანეტაზე სიცოცხლის აღმოცენებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობები უნდა იყოს.

არის თუ არა იქ სიცოცხლე, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ეს პლანეტა იმედისმომცემი კანდიდატია ახლომახლოს, დედამიწის მასის ეგზოპლანეტებზე სამომავლოდ ბიოხელწერების ძებნისთვის.

ეგზოპლანეტების, ანუ მზის სისტემის მიღმა, სხვა ვარსკვლავებთან არსებულ პლანეტათა ძებნა, ჩვენი ამჟამინდელი ტექნოლოგიებით ძლიერ შეზღუდულია. ძირითადი მეთოდებით უფრო ადვილია დიდი ეგზოპლანეტების პოვნა, ვიდრე პატარების.

იმიტომ, რომ ეს მეთოდები ეფუძნება არაპირდაპირ ნიშნებს, ეფექტებს, რომლებიც ეგზოპლანეტას თავის დედავარსკვლავზე აქვს. ტრანზიტის მეთოდით აფიქსირებენ ძლიერ მკრთალ, რეგულარულ ჩაბნელებებს ვარსკვლავის სინათლეში, რასაც იწვევს ეგზოპლანეტის ჩავლა ვარსკვლავსა და ჩვენ შორის; რადიალური სიჩქარის მეთოდი აფიქსირებს მცირე ცვლილებებს სინათლის ტალღის სიგრძეში, რასაც იწვევს ვარსკვლავის ძალიან, ძალიან მცირე წრიული მოძრაობა ეგზოპლანეტასთან გრავიტაციული ურთიერთქმედების გამო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა