დამაბრალეს თითქოს 19 წლის ასაკში ვიყავი მამათლის საყვარელი და მერე გავიცანი გუგა - ნინო ნადირაძის სკანდალური ჩვენება სააკაშვილის სასამართლოზე
„ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე ჩვენებას აძლევს. მედიკოსმა ცილისწამებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას მამამთილის საყვარლობა დააბრალეს.
მისი განმარტებით, ექსპრეზიდენტი და მისი ოჯახი კლინიკის ექიმებს მუდმივ რეჟიმში ემუქრებიან.
„მე აბსოლუტურად მესმის პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მან თავიდან გამოაცხადა, რომ ყველა იყო დასაჭერი. ჩემთვის არ უთქვამს შენ დაგიჭერო, მაგრამ ქალბატონი თამარ დავარაშვილი და ის ექიმები, რომლებიც იქ იყვნენ, ყველა ციხეში წახვალთ აბსოლუტურადო.
ჩემზე რა ზეწოლაც იყო, ეს ცალკე საკითხია. ყველაზე სამარცხვინო რაც დამაბრალეს ეს იყო, რომ თითქოს 19 წლის ასაკში ვიყავი მამათლის საყვარელი და მერე გავიცანი გუგა. ეს დაიბეჭდა გამოცემებშიც. ამის გამო ავუვარდი ადვოკატ დიტო საძაგლიშვილს. დიტომ უარყო. რა ვქნა ჩვენს მომხრეებს მე ვერ გავაკონტროლებთო. მე ვუპასუხე. თქვენ თუ ვერ აკონტროლებთ, ამიხსენით, მე ამ პირობებში როგორ ვიმუშაო და როგორ უნდა დავბრუნდე ოჯახში და ჩემს მეუღლეს და მამამთილს როგორ ჩავხედო თვალებში“,- ამბობს ნადირაძე.
წყარო:primetime.ge