თეგებით ძიება

რუსეთთან ფრენებზე თუ მოიხსნება სანქციები, მივესალმებით, ორმხრივ ცეკვაზე საუბარი ზედმეტია - რას ამბობს ირაკლი კობახიძე?

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთთან ფრენებზე თუ მოიხსნება სანქციები, მივესალმებით, ორმხრივ ცეკვაზე საუბარი ზედმეტია.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო მიღებული და მათივე გადასაწყვეტია, ცალმხრივად რას გააკეთებენ.

„რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს არის დაწესებული სანქცია, თუ მოიხსნება ცალმხრივი სანქცია ცალმხრივად რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს ჩვენთვის იქნება მისასალმებელი, ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია, ვთქვათ და დანარჩენი არის სხვა სუბიექტების საქმე. რასაც დასჭირდა თავის დროზე ცალმხრივი გადაწყვეტილება 2019 წელს, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს. ანუ იმას სჭირდება ასევე ცალმხრივი გადაწყვეტილება 2023 წელს, აქედან გამომდინარე, რაღაც ორმხრივ ცეკვაზე საუბარი ზედმეტია, თუ არის ცალმხრივი გადაწყვეტილება მიღებული მათივე გადასაწყვეტია ცალმხრივად რას გააკეთებენ. ჩვენ ერთადერთი ვაფიქსირებთ პოზიციას, რომ მისასალმებელი იქნება ჩვენი თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე მათი მხრიდან ცალმხრივი სანქციის მოხსნა, ანუ ორმხრივი ვერ იქნება ეს გადაწყვეტილება, ეს არის ცალმხრივი სანქცია, რომელიც თავის დროზე დაწესდა, სანქციის მოხსნაც რა თქმა უნდა, იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც ცნობილია, ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განცხადება გააკეთა, სადაც კარასინი ამბობს: „ჩვენ ბუნებრივია, ამაზე ვმსჯელობთ, მოსაზრებებს ვცვლით, მაგრამ არსებობს ასეთი გამოთქმა – ტანგოსთვის საჭიროა ორი. დუეტის ერთ მონაწილეს თუ ეჭვი ეპარება, ძალდატანება არ არის საჭირო. ასეთი შესაძლებლობა არსებობს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა