თეგებით ძიება

თუ ვინმე ელოდება უმრავლესობაში, რომ ეს 12 პუნქტი აორთქლდება, ეს არ მოხდება - რას აცხადებს ხატია დეკანოიძე?

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ვალდებულებები, რომელიც წერილობით დამტკიცებულია ევროკომისიის მიერ.

დეკანოიძე გამოეხმაურა საქართველოს ევროკომისიის შეფასებას საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ასოცირების მიმართულებით პროგრესი არ ნიშნავს იმას, რომ 12 პუნქტი არ უნდა შესრულდეს.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ ამ მხრივ თავის ვალდებულება შეასრულა, მონაწილეობას იღებენ დისკუსიებში საპარლამენტო ფორმატებში, მხარი დაუჭირეს სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებებსაც, თუმცა უმრავლესობამ რეალური რეფორმები არ გაატარა.

"ასოცირების შეთანხმების მიხედვით პროგრესი არ ნიშნავს, რომ 12 პუნქტის უარყოფა მოხდეს. დემოკრატიის და რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში იყო პარტნიორების შეშფოთების უპირველესი საგანი და გარღვევა ამ მიმართულებით არ მომხდარა. ასევე, ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს იმას, რომ ხელისუფლების დიდი ნაწილი, მათ შორის, უმრავლესობა პარლამენტში წარმოუდგენელია ანტიდასავლური განცხადებებით, რომელიც ეხმაურება იმ პროპაგანდას, რასაც ვისმენთ კრემლისგან.

ძალიან მნიშვნელოვანია ევროკომისიის შეფასება, მაგრამ ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ არის კონკრეტული კრიტერიუმები რეფორმების კუთხით, რომელიც უნდა აღასრულოს სახელმწიფომ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. საქართველოს აქვს ვალდებულებები, რომელიც წერილობით დამტკიცებულია ევროკომისიის მიერ, ეს არ არის ვალდებულებები, რომელიც სადმე ჰაერში შეიძლება აორთქლდეს", - განაცხადა დეკანოიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა