თეგებით ძიება

"ვიღაცას მიუსამძიმრებია იტალიაში და ცუდად გახდა, საცოდავი ქალი" - ვინ არის ხობში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი, რომლის დედამ შვილის გარდაცვალება შემთხვევით გაიგო?

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელის მკვიდრი, 32 წლის ნიკა ხუფენიაა.

ახალგაზრდა DHL-ში კურიერად მუშაობდა.

გარდაცვლილი 32 წლის მამაკაცი, ავტომანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადასვლის შემდეგ კი ხეს შეეჯახა.

გარდაცვლილის დედა ემიგრაციაში ევროპაში იმყოფებოდა.

„უკვე თბილისში უნდა იყოს, ცუდადაა, ვიღაცას მიუსამძიმრებია იქ იტალიაში და ცუდად გახდა, საცოდავი ქალი", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: resonancedaily.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა