თეგებით ძიება

7 წლის ბავშვმა ბიძის მიერ სექსუალურ ძალადობაზე სკოლის მანდატურს უამბო. მოზარდის დედას განვითარებული მოვლენების არ სჯერა - შემზარავი შემთხვევის ახალი დეტალები (ვიდეო)

შიდა ქართლში, 7 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს. გორის რაიონულმა სასამართლომ დაკავებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ბავშვმა ისტორია სკოლაში, მასწავლებლებს უამბო. სამართალდამცავები საქმის კურსში მანდატურმა ჩააყენა.  მსხვერპლის დედას განვითარებული მოვლენების არ სჯერა.

"აქამდე ჩემ შვილს სკოლა გიჟად თვლიდა, სკოლიდან მიგდებდნენ. და ახლა რა გააკეთეს?! ბავშვი ფსიქიკურად ვერ არის. ბავშვმა თქვაო და მე ბავშვის არ მჯერა, ვერც დავიჯერებ. მანდატურმა იჩივლა, პოლიციას აცნობა", - ამბობს დედა. 

ქალი ამბობს, რომ მას არაფერი საეჭვო არ შეუმჩნევია. ბავშვს სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, ახლა მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა