თეგებით ძიება

"საქართველო თურმე ასეთი რქებიანი ეშმაკის იმიჯით და სატანისტური ორგიის კლიპით უნდა წარადგინოს ამ გოგომ ევროვიზიაზე... და ეს ყველაფერი იმიტომ რომ...“ - რას წერს თამარ ივერი?

საოპერო მომღერალი, თამარ ივერი სოციალურ ქსელში მუსიკალურ პროექტ „ვოისის“ გამარჯვებულის, ირუ ხეჩანოვის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მომღერლის "ევროვიზიაზე" გასვლას აკრიტიკებს.

„საქართველო თურმე ასეთი რქებიანი ეშმაკის იმიჯით და სატანისტური ორგიის კლიპით უნდა წარადგინოს ამ გოგომ ევროვიზიაზე....და ეს ყველაფერი იმიტომ რომ ბატონ გიგა კუხიანიძეს ასე უნდოდა.

კოსტიუმებიც თვეების წინ შეიკერა,სიმღერაც თვეებით ადრე დაიწერა. ანუ... ყველაფერი საევროვიზიოდ თვეებით ადრე ამ გოგოზე შეიქმნა და რაღა საჭირო იყო ეს ფარსი, რასაც „ვოისი“ დაარქვეს და აპამპულეს უნიჭიერესი ბავშვები, ვერ ვხვდები?

და საინტერესოა, საერთოდ ვინ მისცა ამ პიროვნებას ამხელა სადავეები, რომ ასე ბეჭზე შემომხტარი გაწვრთნილი მაიმუნივით მართოს ქვეყნის „საზ.მაუწყებელი“, საინტერესოა“, - წერს მომღერალი.

ცნობისთვის, "ვოისის" ფინალი 2 თებერვალს გაიმართა. პროექტი ირუ ხეჩანოვმა მოიგო. ფინალურ შედეგებს საზოგადოებაში არერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. "ვოისის" გამარჯვებული საქართველოს მუსიკალურ კონკურს "ევროვიზიაზე" წარადგენს.

წყარო: digest.pia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა