თეგებით ძიება

დიზაინერი პაკო რაბანი გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ესპანელი დიზაინერი, პაკო რაბანი გარდაიცვალა.

დიზაინერი ბრეტანში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

იგი 1934 წელს ესპანეთში, ქალაქ პასახესში დაიბადა, მისი ნამდვილი სახელია ფრანსისკო რაბანედა ი კუერვო.

იგი განათლებით არქიტექტორი იყო. რაბანმა სწავლის პერიოდში დაიწყო ექსპერიმენტები, ამზადებდა საკუთარი დიზაინის სამკაულებს Balenciaga-ს სახლისთვის, სადაც დედა მუშაობდა. პროფესიით არასოდეს უმუშავია და სამოდელო კარიერა Givenchy-ს, Dior-ისა და Balenciaga-სთვის სამკაულების შექმნით დაიწყო.

შემდეგ მან დაიწყო საკუთარი კაბების შექმნა, ექსპერიმენტები და არქიტექტურის ცოდნის გამოყენება. კერძოდ, გამოიყენა ქაღალდი, ლითონი და პლასტმასი. თავისი კოლექციების პრეზენტაციისას ის იყო პირველი, ვინც პოდიუმზე მუსიკალური აკომპანემენტი გამოიყენა და ერთ-ერთმა პირველმა მოიწვია შავკანიანი მოდელები.

1967 წელს რაბანმა დააარსა საკუთარი მოდის სახლი Paco Rabanne პარიზში და გახსნა საკუთარი მაღაზია. შემდეგ მან დაიწყო სუნამოების შექმნა, 1976 წელს კი პარფიუმერიის ქარხანა გახსნა. 1999 წელს მან დატოვა მაღალი მოდის ბიზნესი, მაგრამ 2009 წლამდე განაგრძო მუშაობა პრეტ-ა-პორტეს ბიზნესში.

იგი აწყობდა თავისი ნამუშევრების გამოფენებს, გამოსცა ხელოვნების ჟურნალები და დაწერა რამდენიმე წიგნი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა