თეგებით ძიება

„ნინო ნადირაძეს ცხოვრებაში არ შევხვედრივარ“ - გიორგი ბურჯანაძე

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ომბუდსმენის მოადგილესთან შეხვედრას ეხებოდა. 

გიორგი ბურჯანაძე ირწმუნება, რომ ის ნინო ნადირაძეს არსად, არასდროს შეხვედრია. 

„დღევანდელ პროცესზე ნინო ნადირაძეს უთქვამს სახალხო დამცველის მოადგილეს შევხვდიო და რაღაცები ვუთხარიო.

ცხოვრებაში არ შევხვედრივარ, არც „ვივამედში“ და არც სხვაგან ნინო ნადირაძეს. ხო და ეს ინფო და შინაარსი არის ტყუილი“, - წერს ბურჯანაძე. 

დღეს, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძე დაიკითხა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა