ნინო ნადირაძის „ბჟუტური“, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია - შალვა ხაჭაპურიძე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის დღევანდელი ჩვენება, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია.
„მალაბსორბციასთან, კახექსიასთან, დემენციასთან, ავადმყოფობის ისტორიებთან, გარდაცვლილ პატიმრებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა დაისვა და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა. თქვა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის. მაშინ, მე ვერ გავიგე, პენიტენციურ სამსახურს მოწმედ რატომ ჰყავდა გამოძახებული?!“ – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატის თმით, არ არსებობს არც ერთი პროცედურა, მედიკამენტი, ექიმის რეკომენდაცია, რომელზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, დღეს კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძე დაიკითხა.