„როგორ შეიძლება ამ ერთუჯრედიანს პასუხისმგებლობა მოკითხო ადამიანის ჯანმრთელობაზე?“ - ეკა წამალაშვილი ნინო ნადირაძეზე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის დაკითხვას. როგორც წამალაშვილი წერს, ნინო ნადირაძე ქოცი ექიმია, რომელსაც არ შეიძლება პასუხისმგებლობა მოეკითხოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
„ვუსმინე დღეს "ვივამედის" დირექტორს. ქოცი ნებისმიერ პროფესიაში მძიმე ამბავია, ქოცი ექიმი კი - ნინო ნადირაძეა. როგორ შეიძლება ამ ერთუჯრედიანს პასუხისმგებლობა მოკითხო ადამიანის ჯანმრთელობაზე?
ქოცი ადვოკატიც არაა სახარბიელო .
სხვათაშორის, შალვა ხაჭაპურიძეს ქუთაისის მოდისა და დიზაინის პროფტექნიკუმი აქვს დამთავრებული. მერე კი სამსახიობო კურსები გაუვლია მოსკოვში.. არ ცოდნია ეს ამბები ნადირაძეს. გაიგებს და შეშურდება“, - წერს ეკა წამალაშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დღეს კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძე დაიკითხა.