თეგებით ძიება

საქართველო კანდიდატის სტატუსს უპირველესად იმსახურებდა - რას ამბობს მიხეილ სარჯველაძე?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს უპირველესად იმსახურებდა.

იგი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

„დადასტურდა, რომ თუკი დამსახურებებზე ვისაუბრებთ და ვის მეტად ეკუთვნის და ვის ნაკლებად, საქართველო კანდიდატის სტატუსს უპირველესად იმსახურებდა. მიუხედავად ამისა, კანდიდატის სტატუსი არ იყო მონიჭებული. ეს ნიშნავს, რომ დამსახურებაზე დაფუძნებით არ ყოფილა გადაწყვეტილება მიღებული მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპონენტები რასაც ეუბნებოდნენ საზოგადოებას, თითქოს, საქართველომ უკან დახია პოზიციები, ეს იყო მტკნარი ტყუილი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა