ვინ არის 20 წლის ბიჭი, რომელიც აბაშაში ავარიას ემსხვერპლა?
აბაშაში, სოფელ გეზათი-გულუხეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას, 20 წლის გიგა გაბუნია ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
"გიგა გაბუნია, ეს სახელი ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების მანძილზე დასამახსოვრებელი. გიგა ჩემო ძმაო, ჩემო თანაგუნდელო, ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი გიკავია და ასე იქნება ყოველთვის. მახსოვს როდესაც გუნდში მოხვედი პირველად, მე და შენ გავუგეთ ერთმანეთს ყველაზე კარგად. იმ წამიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ძმაკაცობა და სიყვარული. მე დავკარგე ჩემი ძმა, ადამიანი, რომელიც მოედანზე და მოედნის გარეთაც დიდი პატივისცემით და სიყვარულით გამოირჩეოდი. შენ ასეთ დასასრულს არ იმსახურებდი და ვერც წარმომედგინა მსგავსი რამ. ღმერთმა ნათელში გამყოფოს. სადაც არ უნდა იყო ყოველთვის ჩემს გულში იქნები! მიყვარხარ და მეყვარები! ყოველთვის ჩემი დიდი ძმა იქნები და ეს ასე იქნება ყოველთვის! მოგვენატრები!", - წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობარი.
ცნობისთვის, უბედური შემთხვევა ორი დღის წინ, ღამის სამ საათზე მოხდა.
წყარო - "პრაიმტაიმი"