თეგებით ძიება
04. 02. 2023 მსოფლიო

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები დაიწყო

კანადამ სანქციები დაუწესა 38 ფიზიკურ და 16 იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან.

„პუტინის ომი უკრაინაში ეფუძნება ტყუილსა და სიცრუეს“, – ნათქვამია კანადის საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც ცნობილია, „შავ სიაში“ მოხვდა სახელმწიფო მედიაჰოლდინგი „რასია სეგოდნია“, რომელსაც დმიტრი კისილიოვი და მარგარიტა სიმონიანი ხელმძღვანელობენ, ასევე – კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუნებელთან ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული საინფორმაციო რესურსები.

სანქციები შეეხო ტელეწამყვანებსა და ჟურნალისტებს, ასევე კრემლის მხარდამჭერ მომღერლებს, მათ შორის არიან ოლეგ გაზმანოვი, ნიკოლაი ბასკოვი, ლარისა დოლინა, დიმა ბილანი, ირინა ალეგროვა, იუმორისტი მიხაილ გალუსტიანი და ა.შ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა