"მაგარი იმბეცილია: მეუფე აზიარებდა სააკაშვილს და ამისი ერთუჯრედიანი ტვინით "ღვინო შეჰქონდა მამაოს"... ქეიფობდა და ლოთობდაო" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე ნინო ნადირაძეზე
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე "ვივამედის" დირექტორს, ნინო ნადირაძეს მესამე პრეზიდენტის სასამართლოზე მიცემული ჩვენების გამო აკრიტიკებს და მას იმბეცილს უწოდებს.
"დამსახურებულად დაიკავა ამ ალბომში ადგილი ამ დებილმა ჯალათმა. ექიმ მენგელეს ტვინი და ინტელექტი მაინც ჰქონდა, ეს კი მაგარი იმბეცილია: მეუფე აზიარებდა სააკაშვილს და ამისი ერთუჯრედიანი ტვინით "ღვინო შეჰქონდა მამაოს" და ღვინოს სვამდა თურმე სააკაშვილი, რა უჭირს ქეიფობდა და ლოთობდა ანუო", - წერს ჭიღლაძე.
შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა, ნინო ნადირაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში.
