"ახლა ვესწრებოდი ჩემი შვილის დაბადებას... და ეს ყველაზე დიდი სასწაულია რაც კი ოდესმე გამიაზრებია.." - თემო შენგელაია მამა გახდა
პოეტი, თემო შენგელაია მამა გახდა. სასიხარულო ინფორმაციას თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.
"ჩვენ სასწაულებს ვეძებთ ცაში.. სასწაულებს ვეძებთ სადღაც..
არა და ახლა ვესწრებოდი ჩემი შვილის დაბადებას.. და ეს ყველაზე დიდი სასწაულია რაც კი ოდესმე გამიაზრებია..
ნინი კი არის გმირი დედა და ყველა დედა გმირია...
დაიბადა ჩემი შვილი:
ნოა შენგელაია!
9 თვე ეს ამბავი არ გაგვიხმაურებია, ვიცი ბევრისთვის შოკისმომგვრელი იქნება, მაგრამ ისიც ვიცი რომ ყველას გაგიხარდებათ", - წერს შენგელაია.